პრემიერ-მინისტრის მიერ ,,ინფო 9“-ის მენეჯმენტისათვის არამატერიალური და მატერიალური ქონების გადაცემა
2013-09-08 2013 წლის 31 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“-ის მენეჯმენტს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელი - ,,ინფო-9“, ვებ-მისამართი და არქივით სარგებლობის უფლება, ასევე, მატერიალური ქონება გადასცა. ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მატერიალური ღირებულების ფასეულობების უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევები გაუმართლებელია და ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ქმედებამ, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, შესაძლებელია არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტენდენცია წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე