ზეწოლა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე
2013-09-08 3 სექტემბერს, გამგეობის თანამშრომლებს კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა - დავით ონოფრიშვილმა ახალი გამგებელი წარუდგინა, შეხვედრას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ბერიანიძეც დაესწრო. Qartli.Ge -ზე გავრცელებულ ვიდეომასალიდან ჩანს, რომ რამაზ ბენიაძე გამგეობის თანამშრომლებს დირექტივებს აძლევს და შეურაცხყმოფელი სიტყვებით მიმართავს. თანამშრომლებს დირექტივები მისცა დავით ონოფრიშვილმაც.მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილება ღიად დააფიქსირეს.