ლენტეხის გამგებლის თანამდებობიდან გადაყენება
2013-08-23 23 აგვისტოს გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც გადააყენეს გამგებელი - ზაზა ლიპარტელიანი. გამგებლის გადაყენების მიზეზად მისი არაკომპეტენტურობა დასახელდა. საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს გამგებლის მხარდამჭერებმა. მათ მთელი კვირის განმავლობაში საკრებულოს შენობა პიკეტირებული ჰქონდათ. ზაზა ლიპარტელიანმა კი რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი საკრებულოს წინააღმდეგ.
მოგვიანებით საკრებულო ფარულად შეიკრიბა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლელად გურგენ ფურლიანი (კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი) დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძველი გამგებლის მხარდამჭერთა მხრიდან პროტესტი და შენობის დაკავება მოჰყვა, სიტუაციის განსამუხტავად აუცილებელი გახდა პოლიციის ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, გამგებლის გადაყენებისა და მისი შემცვლელის დანიშვნის შესახებ დოკუმენტაცია საკრებულოში რეგისტრირებული არ არის.