გამგებლის ცვლილება შუახევში
2013-08-23 23 აგვისტოს გამგებელი თამაზ დავითაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დღეს ჩატარდა საკრებულოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 18 დეპუტატი, სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ტარიელ ებრალიძე დანიშნეს. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი გამგებლის დანიშვნას. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველის პარლამენტში ომარ მეგრელიძეც.
ყოფილმა გამგებელმა “სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა და მუქარა არ ყოფილა. განცხადების დაწერის მიზეზად კი სხვა თანამდებობაზე გადასვლა დაასახელა.