გამგებლის ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტში
2013-09-05 5 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა აბრამიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. წასვლის მიზეზი არ სახელდება, თუმცა მუნიციპალიტეტში უკვე დიდი ხანია გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილი იყო მისი მუშაობით. 6 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე არჩეულ იქნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ თოფჩიშვილი. გამგეობაში აგვისტოში გამგებლის ორი მოადგილეც შეიცვალა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე