გამგებლის თანამდებობიდან გადადგომა ქედის მუნიციპალიტეტში
2013-08-26 21 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ დაანონსებული აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აღარ შედგა, ვინაიდან 22 აგვისტოს გამგებელი - ვაჟა ბოლქვაძე შვებულებაში გავიდა. შვებულებაში, ასევე, გავიდა საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე. 26 აგვისტოს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გამგებელმა გადადგომის თაობაზე საკრებულოს განცხადებით მიმართა. 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე საკრებულოში 24 სხდომა გაიმართა და ყველა მათგანი ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. 12-მა დეპუტატმა ბოიკოტი გამოუცხადა სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის შვებულებიდან დაბრუნებამდე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე