გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლება ბოლნისში
2013-08-26 ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამდებობიდან გაათავისუფლეს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დ. ჩართოლანი. ამ უკანასკნმელმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რადგან მიიჩნევს, რომ იგი კანონდარღვევით, საკრებულოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. 26 აგვისტოს საკრებულოში ორი პარალელური სხდომა გაიმართა. ერთ-ერთ სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს, ხოლო, მეორე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმდჯომარე - მალხაზ ერაძე ესწრებოდა, პირველი სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა. აღნიშნული ოქმი არის საკრებულოს ბეჭდით დამოწმებული, მეორე კი ბეჭდის გარეშეა. სხდომის მიმდინარეობისასერაძის მხარდამჭერების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სამართალდარღვევას, რის გამოც ორი მათგანი პოლიციამ დააკავა და სასამართლომ 100 ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე