საჯარო მოხელეები მარგველაშვილის წინასაარჩევნო აქციაზე ზუგდიდში
2013-10-11 მარგველაშვილის ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე, რომელსაც პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი ზვიად მალაზონია დააფიქსირა. გაირკვა, რომ მას შვებულების თაობაზე განცხადება დაწერილი არ აქვს, რაც საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ამ საჯარო მოხელემ დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსი. ასევე აქციის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერიან ხუბულავა იმყოფებოდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდა აქციაზე მყოფი პირების ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას ვალერიან ხუბულავამ განაცხადა, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა, ზემოაღნიშნული გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო აქციის ორგანიზების პროცესში. ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაცია საჩივრით ცენტრალურ საარჩენო კომისიას მიმართავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე