ფიზიკური ანგარიშსწორება ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრზე ჭიათურაში
2013-09-09 „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 2013 წლის 9 სექტემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის რწუმუნებულმა - ილო ბიწაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ კოორდინატორს რამაზ კუპრაძეს. რწმუნებულის განცხადებით, რამაზ კუპრაძე პრეზიდენტობის კანდიდატის ხელმოწერებს აგროვებდა. იგი ტელეფონით დაუკავშირდა მას და მოსთხოვა შეეწყვიტა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. სატელეფონო საუბრის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო პირისპირ შეხვედრისას რწმუნებულმა ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” კოორდინატორს სოფლის მოსახლეობის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე