ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე მცხეთის მუნიციპალიტეტში
2013-10-06 „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა უხეში ფორმებით მოხდა. კოალიციის მცხეთის შტაბის ხელმძღვანელი - გიორი გოგიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე - მადონა ჯიქია საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდნენ სიით და მოითხოვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად მათთვის სასურველი პირების არჩევა. საოლქო კომისიის წევრებმა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს დაუდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა თხოვეს მათი გვარების გასაჯაროებისაგან თავი შეეკავებინა.