პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სავარაუდო ფაქტი თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერზე
2013-10-05 ამა წლის 5 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს - კახა კალაშოვს მისივე განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. კახა კალაშოვის ინფორმაციით, მოქალაქეები - მიხეილ სამანაშვილი, თამაზ გვარამია და კიდევ ერთი მისთვის უცნობი პიროვნება, მას თავისივე ჯიხურიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პლაკატების ჩამოხსნას სთხოვდნენ. შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი, ასევე, ესაუბრა სამანაშვილსა და გვარამიას, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვისა და პოლიტიკურ ნიადაგზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ სამართალდამცავებმა ორგანოებმა.