ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჩოხატაურში
2013-09-13 2013 წლის 13 სექტემბერს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი - გოჩა ფარსაშვილი, მისი მოადგილე - გურამ ასათიანი, ჩოხატაურის პოლიციის სამართველოს უფროსი - აკაკი მაისურაძე და მისი მოადგილე - ზაზა დოლიძე სამოქალაქო ტანსაცმელში ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, შეხვედრას მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკვირდებოდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისმა კომისიამ 2013 წლის 30 სექტემებრს გამართულ სხდომაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა და საარჩევნო სუბეიქტის/კანდიდატის მიერ ორგანიზებული აგიტაციისა და კამპანიის დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ მოსამსახურეს მოუწოდა დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმლის ტარება და შეკრებიდან 5 მეტრიანი დისტანციის დაცვა15, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.