დაპირისპირება დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
2013-10-16 ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 2013 წლის 11 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის ამომრჩევლებთან შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, სამეგრელოს რეგიონის სოფლებიდან მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რასაც ორგანიზებას ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავჯდომარე - ლალი ანთია და ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტი კახა მიქაია უწევდნენ. საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, აღნიშნული აქტივისტების
მობილიზება მოხდა ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლასთან. შეხვედრა დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.