ზეწოლის ფაქტი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე
2013-10-06 ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პირველი სხდომის ჩატარებამდე დაიბარეს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შტაბში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო საუბნო საარჩევნო კომისიებში ხელმძღვანელი პირების კანდიდატურებზე. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის, ასევე კოალიციის წევრები. პრეზიდენტობის კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელის - არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მას შეხვედრა ჰქონდა კოალიციის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ წევრებთან, თუმცა არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე ოლქის მიერ დანიშნული წევრებიც ყოფილიყვნენ.