ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ახალციხეში
2013-09-11 11 სექტემბერს, ახალციხეში, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეების, მათ შორის საჯარო სკოლების მასწავლებლების უფასოდ ტრანსპორტირება ახლომდებარე სოფლებიდან „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის ორგანიზებითა და დაფინანსებით განხორციელდა. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში, თისელის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - მაია უსტიმენკომ განაცხადა, რომ ამავე სკოლის დირექტორმა - დიანა კახელმა მოსთხოვა მასწავლებლებს აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება და უფროსკლასელების წაყვანა. გიორგი მარგველაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მსგავსი ფაქტი განმეორდა კასპშიც, რასაც „სამართლიანი არჩევნები“ წინა ანგარიშში გამოეხმაურა და მოუწოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს არ მომხდარიყო პედაგოგთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე