ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი რუსთავში
2013-10-02 მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი ჰქონდა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების ამომრჩეველებთან შეხვედრების დროს სოფელ კაბალაში. აღნიშნულ შეხვედრას კაბალის N18 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი - ბაქირ იუნესოვი ეწრებოდა. ,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 45–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრებს არა აქვთ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.