ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე
2013-10-06 ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელი - ირაკლი კუჭავა წინასწარ ადგენდა კოალიციის აქტივისტებით დაკომპლექტებულ სიებს, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უნდა გადასცემოდათ, რათა მათ აღნიშნული პირები საუბნო კომისიების წევრებად აერჩიათ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - თემურ კუტუბიძემ საოლქო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პირდაპირ გამოხატა უკმაყოფილება კომისიის წევრების მიმართ, რადგან წინასწარ მითითებული ზოგიერთი კანდიდატი მათ მიერ არ იქნა არჩეული. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში აღნიშნული ფაქტი დაადასტურა საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმაც, რომლის თქმითაც საოლქო კომისიის წევრები აღნიშნული ზეწოლის გამო ვერ ახერხებენ სასურველი კანდიდატებისთვის ხმის მიცემას.