ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ზუგდიდში
2013-10-11 2013 წლის 11 სექტემბერს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის - დავით ბაქრაძის ამომრჩევლებთან შეხვედრა ქ. ზუგდიდში გაიმართა. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, 17:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - ანა წითლიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი - თეიმურაზ ბასილაია, ასევე აპარატის თანამშრომლები - ბართლომე შელია და ლევან მაქაცარია ესწრებოდნენ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმათველოს ორგანოების საჯარო მოხელეებს-სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებივ ფუნქციებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
2013-09-09 წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მათ შორის, საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური საკითხთა განყოფილების უფროსი ბართლომე შელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ლევან მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ანა წითლიძე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე