წინასაარჩევნო შეხვედრის ხელშეშლის მცდელობის ფაქტი ცაგერში
2013-10-16 2013 წლის 8 ოქტომბერს პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ცაგერის რაიონის სოფელ ორბელის მოსახლეობასთან. შეხვედრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა აგიტაციის ხელშეშლის მცდელობის ფაქტი. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გოგიტა ახვლედიანი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არ აძლევდა კანდიდატს საშუალებას მიემართა შეკრებილთათვის. ასევე იგი ხაზგასმით იმეორებდა, რომ პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვერასოდეს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში და პარტიის წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზა იხმარა. ვითარების განმუხტვა შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოხდა, როდესაც მათ გოგიტა ახვლედიანი გაიყვანეს მიმდებარე ტერიტორიიდან.