წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეშლის ფაქტი ხულოში
2013-10-16 2013 წლის 10 ოქტომბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ბათუმის მერიის თანამშრომელმა, პარტია ”თავისუფალი საქართველოს” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ღოღობერიძემ ჩამოხია და დააზიანა დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პლაკატები, რაც აჭარის ტელევიზიის მეშვეობით გაშუქდა. მერაბ ღოღობერიძის თქმით საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ აკრძალულ ადგილას იყო გაკრული და მან ამის გათვალისწინებით იმოქმედა. იმ შემთხვევაში, როდესაც სააგიტაციო მასალა უკანონო ადგილასაა გაკრული, მისი ჩამოხსნა იმ საარჩევნო სუბიექტს ეკისრება ვინც იგი განათავსა. მერაბ ღოღობერიძე არ იყო უფლებამოსილი ჩამოეხია პალაკეტბი, შესაბამისად მისი მოქმედება წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეშლად აღიქმება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე