"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა
2013-10-17 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თეთრიწყაროს რაიონის, სოფ. ასურეთში გამართულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების“ წევრმა ადგილობრივმა მოსახლეებმა - თემურ ბეგიაშვილმა და ნუგზარ ჩომახაშვილმა, პროვოკაციული ქმედებებით და შეძახილებით შეხვედრის ჩაშლა სცადეს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით ინციდენტის აღმოფხვრა მოხერხდა.