ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე
2013-10-06 ჩუღურეთის რაიონის N37–ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - გივი არჩუაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე განხორციელდა ზეწოლა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს - მაია თევდორაძეს, კომისიის სხდომიდან სათითაოდ გაჰყავდა სხვა წევრები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და მდივნის კანდიდატურებზე მისთვის სასურველი პირების დანიშვნას ავალდებულებდა.