ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე
თარიღი: 2013-10-25
პერიოდი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: მარტვილი , მარტვილი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2013-10-06 საანგარიშო პერიოდში მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, მარტვილის N65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის შესახებ. „გურია ნიუსის“ ცნობით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი - ლევან სურმავა საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდა სიით, სადაც მითითებული იყო იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობაზე უნდა აერჩიათ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საარჩევნო ადმინისტრაციიის საქმიანობაში პარტიის წარმომადგენლების ჩარევა და მოუწოდებს პარტიის ხელმძღვანელებსა და კომპეტენტურ ორგანოებს მკაცრი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე