ზეწოლა საკრებულოს წევრზე წყალტუბოში
2013-10-20 წყალტუბოს საკრებულოს წევრის - ხათუნა წერეთლის ინფორმაციით, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა საკრებულოს თავჯდომარის - ნოდარ კაპანაძის მხრიდან. მისი განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება საკრებულოს თავჯდომარემ რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ხათუნა წერეთელი საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე, ადანაშაულებს მისი შვილის - საჩხეურას ტერიტორიულო ორგანოს სპეციალისტის, პოზიციიდან გათავისუფლებაში.
,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში ნოდარ კაპანაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და ხათუნა წერეთლის ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესში მისი უშუალო მონაწილეობის ფაქტს არ ადასტურებს.