მუქარა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერზე
2013-10-21 სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მაყვალა ბეჟაშვილზე ბაკურციხის სოფლის რწმუნებულის აპარატის სპეციალისტის - მარიამ მიჩიტაშვილის მხრიდან მუქარა განხორციელდა.
მაყვალა ბეჟაშვილის თქმით, 19 ოქტომბერს იგი გურჯაანის კულტურის სახლში დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო, რასთან დაკავშირებითაც მას 21 ოქტომბერს მარიამ მიჩიტაშვილმა აგრესიული ტონით მოსთხოვა პასუხი და დაემუქრა, რომ მის ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნებოდა.
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში მარიამ მიჩიტაშვილი მუქარის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მან მხოლოდ ურჩია მაყვალა ბეჟაშვილს, თავი დაენებებინა “ნაციონალებთან” თანამშრომლობისთვის.