ფიზიკური ანგარიშსწორება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე
2013-10-18 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის - ცირა ჯავახაშვილს განცხადებით, მის მიერ 16 ოქტომბერს მცხეთაში, სამხედრო ქუჩაზე გაკრული დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პლაკატები 18 ოქტომბერს ჩამოხეული დახვდა და მის ადგილზე გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პლაკატები იქნა გაკრული. როგორც ცირა ჯავახიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს აცნობა, ის პლაკატების ხელახლა გაკვრას შეეცადა, თუმცა, ამ დროს მას მანქანიდან მცხეთის რაიონის გამგებლის მდივანმა - ოლიკო სოლოღაშვილმა გაურკვეველი საგანი ესროლა. მისივე თქმით, პლაკატების გაკვრის პროცესში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე - იური წოწორიამ. ჯავახიშვილის განცხადებით, მას აღნიშნული ფაქტის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა სოფ. ქსოვრისის რწმუნებული - თემურ მორბედაძე და მოსთხოვა პლაკატების გაკვრის შეწყვეტა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა განცხადება მცხეთის პოლიციის სამმართველოში შეიტანა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე