ფიზიკური ანგარიშსწორება ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ აქტივისტზე
2013-10-23 14 ოქტომბერს ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ აქტივისტის - ვახტანგ კოშაძის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - სოსო მარტინენკომ და ირაკლი მუმლაძემ. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს ვახტანგ კოშაძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.