ფიზიკური ანგარიშსწორება კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელზე
2013-10-21 21 ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი - გიორგი გვილავა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - დავით დარცმელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გვილავას განცხადებით, ის საკუთარ ჭიშკართან იმყოფებოდა, როდესაც დარცმელიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს თვითმხილველებმა აცნობეს, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. გიორგი გვილავამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და როგორც განაცხადა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე