სააგიტაციო მასალის დაზიანება ბათუმში
2013-10-08 7 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს, ნაწილი კი სხვადასხვა წარწერებით გააფორმეს.
მომხდარში ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის თანამშრომელი და ასევე, პარტია "თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ ღოღობერიძე მონაწილეობდა. აღნიშნული ფაქტი მერაბ ღოღობერიძემ თავადაც დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუში . მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მსგავს ქმედებებს აჭარის მასშტაბით მომავალში კიდევ განახორციელებს და დავით ბაქრაძის მხარდამჭერ პლაკატებს ჩამოხევს.
როგორც „სამართლიანი არჩევნებისთვის“ გახდა ცნობილი, მერაბ ღოღობერიძეს 8 ოქტომბერს საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.