სააგიტაციო მასალის დაზიანება გურჯაანის რაიონში
2013-10-21 21 ოქტომბერს სოფელ ბაკურციხეში “ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის - ნინო გელაშვილის განცხადებით, ბაკურციხის მცხოვრებმა, კოალიცია “ქართული ოცნების“ აქტივისტმა - ნოდარ სამადაშვილმა, ორ დაუდგენელ პირთან ერთად დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხია. ამ ფაქტის გამო მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ნინო გელაშვილსა და ნოდარ სამადაშვილს შორის, რაც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს თვითმხილველმაც დაუდასტურა.