გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ფოთში
2013-10-07 კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა 7 ოქტომბერს ქ. ფოთის მეორე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები - ქ. ფოთის მერის თანაშემწე - ოთარ ხარჩილავა, ასევე, ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სამსახურის ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. გარდა ამისა, შეხვედრა გაიმართა ორშაბათ დღეს საჯარო სკოლის შენობაში დღის პირველ საათზე. „სამართლიანი არჩევნები“ დაუშვებლად მიიჩნევს საჯარო სკოლების შენობების წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის გამოყენებას, მითუმეტეს სასწავლო დღეების განმავლობაში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე