აგიტაცია გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე
2013-10-22 22 ოქტომბერს შუახევის რაიონულ ცენტრში სახალხო დღესასწაული -„ფოლკლორის დღე - შუახევი 2013“ გაიმართა. ღონისძიება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსდა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი - არმაზ ახვლედიანი, ასევე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - მურმან დუმბაძე ესწრებოდნენ. მურმან დუმბაძე ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერა მოუწოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე