"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება ბათუმში არასათანადო ადგილას
2013-10-15 15 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის რამდენიმე უბანში, დაფიქსირდა კოალიცია "ქართული ოცნების" კარავი საარჩევნო სიმბოლიკით, სადაც სააგიტაციო მასალის დარიგება ხდებოდა. როგორც მერიის აპარატში განაცხადეს, ნებისმიერი სახის კარვის განთავსება სპეციალურ ნებართვას საჭიროებს, თუმცა აღნიშნული კარვებისთვის მერიის მხრიდან ნებართვა გაცემული არ ყოფილა, ხოლო კოალიცია "ქართული ოცნებისგან" მოგვიანებით შესული მოთხოვნა კარვების განთავსებაზე მერიამ დააკმაყოფილა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე