საკადრო ცვლილებების მცდელობა საკრებულოში
2013-10-24 15 ოქტომბერს გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის - ჯემალ შარაძის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ასევე საკონკურსო კომისიის თავჯდომარის პოზიციიდან გადაყენების საკითხი. აღნიშნულ საკითხს ბიურომ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ 18 ოქტომბერს საკრებულოს ათმა დეპუტატმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხდომის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს აპარატი. რიგგარეშე სხდომას უძღვებოდა საკრებულოს წევრი - შოთა სამნიძე. სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა ჯემალ შარაძის გათავისუფლების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა, საკრებულოს აპარატმა, პროცედურული დარღვევების გამო აღნიშნული სხდომის ოქმი რეგისტრაციაში არ გაატარა, შესაბამისად არ მოხდა ჯემალ შარაძის თანამდებობიდან გათავისუფლება.