„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა თელავში
2014-04-10 2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ ქ. თელავში. აღნიშნულ შეხვედრაზე მოვიდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიელისა“ და კოალიცია ქართული ოცნების“ აქტივისტები . ისინი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ, რის შემდეგაც 2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ ქ. თელავში. აღნიშნულ შეხვედრაზე მოვიდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიელისა“ და კოალიცია ქართული ოცნების“ აქტივისტები . ისინი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ, რის შემდეგაც მოქალაქეებსა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტის გამო შეხვედრა დაასრულეს, რის შემდეგაც მათ მოქალაქეებმა კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თელავის გამგეობის თანამშრომლები, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი - ალიკა აგურაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ლევან ხვისტანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოხელეები. ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის - გივი მეტრეველის განცხადებით, საჯარო მოხელეებს უშუალოდ აქციის დაშლის მიზანი არ ამოძრავებდათ.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, 11 აპრილს, სპეციალური განცხადება გაავრცელა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც. ისინიც გაემიჯნნენ ყოველგვარ ძალადობას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს პოლიტიკური აქტივისტების მიმართ და აქციაზე მისულ ყველა მოხელეს მისცეს სიტყვიერი მითითება, რათა მომავალში მსგავსი ხასიათის აქციაზე დასწრების ფაქტი აღარ განმეორებულიყო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნენ მოძრაობა ,,ივერიელის” ლიდერი ლევან კოჭლოშვილი და ,,ქართული ოცნების“ აქტივისტი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელი არჩილ ბოჭორიშვილი.