წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ანაკლიაში
2014-04-10 10 აპრილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, თენგიზ გუნავა, გეგმავდა ანაკლიაში შეჩერებული მშენებლობების შესახებ ბრიფინგის მოწყობას.
ბრიფინგის ჩაშლა სცადეს ,,ქართული ოცნებისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა - ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებმა. ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დახვდნენ ცოცხებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას.
თენგიზ გუნავას განცხადებით, ბრიფინგის ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი. ,,ქართული ოცნება“ მობილიზებული იყო აღნიშნული შეხვედრის ჩასაშლელად, ხოლო რაც შეეხება ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებს, ისინი აცხადებენ, რომ ბრიფინგის ჩაშლის მიზეზი გახლათ მოსახლეობის მიერ თენგიზ გუნავას მიმართ გამოხატული ნეგატიური შეხედულებები, რასაც მან ვერ გაუძლო და საკუთარი ინიციატივითვე გადაწყვიტა ბრიფინგი არ ჩაეტარებინა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ აქტივისტს - გივი ლუკავას დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.