დაპირისპირე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედისას ახალციხეში
2014-04-07 2014 წლის 7 აპრილს, ახალციხეში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიგი უგულავას, გოკა გაბაშვილის, კოტე გაბაშვილის, მიხეილ მაჭავარიანისა და სხვა წარმომადგენლების შეხვედრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წინ გაიმართა. აქცია გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი და მიმდინარეობდა ხმაურის ფონზე.
„სამართლიანი არჩევების“ კოორდინატორის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მოქალაქეები ტრანსპარანტებით აპროტესტებდნენ აღნიშნული შეკრების მიმდინარეობას. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, მას შემდეგ რაც მათ აქცია დატოვეს, მოქალაქეებმა პლასტმასის ბოთლები ესროლეს.