დაპირისპირება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაზე
2014-04-10 2014 წლის 10 აპრილს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მისულ გიგი უგულავას ორგანიზაცია ,,ანტი-კლანის“ წევრებმა მერაბ ღოღობერიძემ და ვახტანგ მითიაშვილმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ინციდენტის გამო მერაბ ღოღობერიძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ვახტანგ მითიაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 100 ლარით დაჯარიმდა.