დაკავების ფაქტი დუშეთის რაიონში
2014-02-11 2014 წლის 11 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ ოტიაშვილი დააკავა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოტიაშვილის დაკავებას მის პარტიულ საქმიანობას უკავშირებს, ვინაიდან იგი დაგეგმილ პარტიის შიდა პრაიმერში სავარაუდო კანდიდატად სახელდებოდა. გამოძიებით დადგენდა, რომ ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას 2008-2009 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გაუფორმა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავისი ცოლის ძმის - გიორგი ბასაძიშვილის ფირმას - შპს „ბასა + 2008”-ს. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გიორგი ბასაძიშვილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 - ე,, 340 - ე, 180- ე და 210- ე მუხლებით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე