სოფლელ ხალას რწმუნებულის დაკავების ფაქტი
2014-03-28 28 მარტს 19 საათზე საკუთარ კაბინეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფელ ხალას რწმუნებული მალხაზ დიასამიძე დააკავა. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და ამავე პარტიის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. დიასამიძეს ბრალად ედება 2013 წელს ციტრუსისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიდიების მითვისება. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი საინფორმაციო წყაროებში ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და აცხადებს, რომ დიასამიძის დაკავება ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაშს (რომელიც ამავე სოფლიდანაა) უკავშირდება, რადგან ბაგრატიონის თქმით, მალხაზ დიასამიძე ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია. ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე კი, “სამართლიან არჩევნებთან” საუბარში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს. მისი თქმით, ხალას რწმუნებული ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული და კარგი სპეციალისტია, რომელთანაც არასდროს არ ჰქონია პრეტენზია და მით უმეტეს არც ფატი ხალვაშს ჰქონდა მისი საწინააღმდეგო არაფერი. 31 მარტს რწმუნებული მალხაზ დიასამიძე სასამართლომ 8 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე