დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
2014-03-29 29 მარტს ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - მალხაზ ფარტენაძე დააკავეს. მოგვიანებით კი ბრალდება შეიცვალა და გამოძიებამ იგი თაღლითობის მცდელობაში დაადანაშაულა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, მალხაზ ფარტენაძე მოქალაქეებს ამირან ადეიშვილსა და ნათია მახარაშვილს მოტყუებით დაპირდა გონიოში მიწის ფართის შესყიდვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით და აუქციონის წესით გაყიდვის გარეშე აპირებდა მიწის აღნიშნულ პირებზე გადაცემას. პროკურატურის მტკიცებით, მალხაზ ფარტენაძე ქრთამის - 50 000 ლარის აღების მომენტში დააკავეს. მალხაზ ფარტენაძის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქრთამის აღების აუდიო, ფოტო და ვიდეო ჩანაწერები. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მალხაზ ფარტენაძისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რაც შეეხება ბრალდებულის დაცვის მხარის შუამდგომლობას გირაოს სახით ფარტენაძისთვის 10 000 ლარის გადახდას, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ფარტენაძე 50 000 ლარი სახით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მიმდინარეობს გამოძიება და საქმე ჯერ დასრულებული არ არის. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა საკრებულოს თავმჯდომარესთან უშუალო დაკავშირება ვერ მოახერხა, რადგან იგი შვებულებაშია, თუმცა 18 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას უფლებამოსილება შეუჩერდა. საკრებულოს ზოგიერთი წევრი მის დაკავებას არჩევნებს და კენჭისყრაში მონაწილეობას უკავშირებს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ფარტენაძე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. ფარტენაძე საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა, თუმცა ამ ეტაპზე უპარტიოა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე