ადგილობრივ თვითმმართველობებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დაფინანსების გაზრდის ფაქტი
2014-04-10 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №641 განკარგულების საფუძველზე („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“) ცვლილება შევიდა მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში. იანვრის განკარგულების თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის სულ 2 914 241 (ორი მილიონ ცხრაას თოთხმეტი ათას ორას ორმოცდაერთი) იყო გამოყოფილი, აპრილის განკარგულების თანახმად ისინი 139 987 531 (ას ოცდაცხრამეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდათერთმეტი) ლარს მიიღებენ.
გაზრდილ თანხას მიიღებს 57 მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის 10 აპრილის განკარგულება 2014 წლის 14 აპრილს შევიდა ძალაში. მიგვაჩნია, რომ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მუნიციპალური პროექტებისათვის განკუთვნილი თანხების მნიშვნელოვანი ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს არჩევნების მოახლოებას, აღქმულ იქნას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ამომრჩეველთა გულის მოგებას ემსახურებოდეს მიზნად. მითუმეტეს, როდესაც გაზრდილი ბიუჯეტით სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება
2014-04-10 ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაზრდილი თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ასევე დაბა ბაკურიანის, სოფელ მზეთამზის, ქვაბისხევისა და ლიკანის დასახლების ქუჩების რეაბილიტაციას მოხმარდება; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაზრდილი თანხა მიიმართება სოფელ ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციოდ, ასევე, ხარაგაული-საქარიქედის ოთხკილომეტრიანი გზის მონაკვეთის, ისლარი-ფარცხნალის ერთკილომეტრიანი გზისა და ბორითი-მაქათუბნის გზაზე გარე განათების მოსაწყობად. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების გაიზარდა დასუფთავების, ასევე, ბაღებისა და სკვერების მოვლა პატრონობისა ღონისძიებები. ასევე, კასპის რაიონში, კერძოდ მდინარე თეძამზე, ახალი წყალსაცავი აშენება დაიგეგმა.