ერთჯერადი ფულადი დახმარების ფაქტი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა და მარჩენალდაკარგული ოჯახებისათვის
2014-04-14 საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 14 აპრილის №289 დადგენილებით ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავისთვის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება დააწესა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 400 ლარის და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული იჯახებისათვის - 200 ლარის ოდენობით.
მიგვაჩნია, რომ ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მიმართულებით საჭიროა სწორი პოლიტიკის შემუშავება, რამაც მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა უზრუნველყოს. წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული ერთჯერადი სოციალური დახმარება არათუ არ არის საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, არამედ შესაძლებელია აღქმულ იქნას მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ადმინისტრაციული, კერძოდ ფინანსური რესურსის გამოყენებად.
2014-04-14 “საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად: „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.“