პრემიერ-მინისტრის მიერ ექიმების ხელფასების გაზრდის დაპირების ფაქტი
2014-05-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მაისს ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულების ვიზიტისას განაცხადა, რომ მომავალი თვიდან ექიმების ხელფასი 30%-ით გაიზრდება.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ მთავრობის კანცელარიას მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რათა დაეზუსტებინა როდის დაიგეგმა აღნიშნული ცვლილება. თუმცა, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ათასობით ამომრჩევლისთვის ხელფასის გაზრდის დაპირება, ბადებს კითხვას, ხომ არ ხდება სახელმწიფოს ფინანსური რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.