ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფაქტი ფოთში
2014-03-31 ფოთში ტროტუარების კეთილმოწყობისა და ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით თვითმმართველ ქალაქ ფოთსა და კერძო კომპანიას (შპს „მოდერნ სერვისის საქართველოს ფილიალი“) შორის 2014 წლის 31 მარტს მოხდა შეთანხმება, კერძოდ, განახლდა მხარეებს შორის 2013 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვასილ თოდუამ განაცხადა, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 12 მილიონი ლარით სხვადასხვა სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული სამუშაოები (ტროტუარების კეთილმოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია და საფეხბურთო კლუბ 'კოლხეთის' სტადიონის რეაბილიტაცია) ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა 2013 წლის ნოემბერში დაიწყეს, თუმცა ისინი, ვადების დარღვევით რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერდა.
წინასაარჩევნო პერიოდში სამუშაოების განახლება ბადებს ეჭვს, რომ შეგნებულად ხდებოდა საკითხის გაჭიანურება და პროექტის დაწყება საარჩევნო კამპანიას ხელოვნურად დაემთხვა.