არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტი კასპში
2014-04-22 კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - კახაბერ კაციაშვლი და აღნიშნული ორგანოს სპეციალისტი - მარინა ლომიაშვილი ერთ-ერთი საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ალექსი ბიძინაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ 2014 წლის 22 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი უშუალოდ ესაუბრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რწმუნებულისა და ორგანოს სპეციალისტის მიერ ხელმოწერების შეგროვებას ადგილი ჰქონდა სამუშაო საათების განმავლობაშიც.