საჩუქრების გადეცემის ფაქტი ომის ვეტერანებისთვის ქარელის რაიონში
2014-05-09 9 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა გულიაშვილმა და სოც.სამსახურის უფროსმა ზაზა გაჩეჩილაძემ, ქარელის რაიონში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე მოინახულა და გამარჯვების დღე მიულოცა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, ქარელის რაიონში მცხოვრებ 22 ვეტერანს ზაზა გულიაშვილმა პირადად გადასცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.