ბიბლიოთეკარებზე საჩუქრების გადაცემის ფაქტი ბათუმში
2014-04-30 2014 წლის 30 აპრილს ბათუმის ბიბლიოთეკაში "ბიბლიოთეკის კვირეულის" ფარგლებში მოხდა ბიბლიოთეკარების დაჯილდოება. ბიბლიოთეკარებს საჩუქრები მერიის ბიუჯეტიდან ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელმა და ბათუმის მერობის კანდიდატმა - გიორგი ერმაკოვმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურის ქსელის (ფეისბუკის) მეშვეობით გიორგი ერმაკოვი აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მისი, როგორც მერობის კანდიდატის გვერდზე მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული ამ ღონისძიების ფოტოებიც დაიდო. გვერდი, რომელსაც თავდაპირველად „გიორგი ერმაკოვი - ბათუმის მერობის კანდიდატი“ ერქვა, შეიცვალა სათაურით - „გიორგი ერმაკოვი/Giorgi Ermakovi Official“-ით.