სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევა ახმეტაში
2014-05-14 ბლოკი "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მხარდამჭერი - ზაზა ლეფსვერიძე აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან. 2014 წლის 14 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველომ მასთან გააფორმა ხელშეკრულება ქ.ახმეტის უბნის უფროსის პოზიციის დასაკავებლად, მაგრამ 21 მაისს მიიღო სატელეფონო შეტყობინება, რომ ის აღნიშნულ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. ზაზა ლეფსვერიძე მის გათავისუფლებას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, ვინაიდან მან 15 მაისს განცხადებით მიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციას პარტიის დატოვების შესახებ, რის შემდეგაც ლეფსვერიძე "ბურჯანაძე-გაერთიანებულ ოპოზიციას" შეუერთდა.