გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მონაწილეობა აგიტაციაში
2014-05-23 23 მაისს გურჯაანის N12 საოლქო კომისიის წევრმა - თორნიკე წინწლაშვილმა, რომელიც კომისიაში ,,ეროვნული ფორუმიდან“ არის წარდგენილი, კაჭრეთის N36-ე და N37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეებს - ხატია ბურდულაძესა და თამარ ლაზაშვილს მოსთხოვა ფოტო გადაეღო უბნებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისთვის, რათა კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატის ემზარ ჯიქურაშვილისთვის, რომელიც იმავდროულად გამგებელია, განესაზღვრათ, რამდენი ამომრჩეველი მისცემდა ხმას. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში სოფ. კაჭრეთის N36-ე და N37-ე საუბნო საარჩევნო კომისიების თავჯდომარეები აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ - ნატალია ბეგაშვილმა თორნიკე წინწალაშვილის მიმართ შეადგენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რაც განსახილველად გადაეცა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს. მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიის წევრებმა შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა თავიანთ საქმიანობაში, წარმდგენმა სუბიექტებმა კი გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ საკუთარი ინტერესების გატარება კომისიის წევრების მეშვეობით დაუშვებელია. საარჩევნო კოდექსი იმპერატიულად კრძალავს ყოველგვარ ზემოქმედებას კომისიის წევრებზე ან მათ საქმიანობაში ჩარევას გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.10